|
2022-10-06 16:56:53, 1573 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტს საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების კუთხით არსებული პოზიტიური დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
„ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებაზე და ვდგამთ თანმიმდევრულ ნაბიჯებს ექსპორტის სტიმულირებისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით", - განაცხადა განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში მიმდინარე სიტყვით გამოსვლისას. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ბოლო წლებში საგარეო ვაჭრობის მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური ხელშესახები შედეგები გვაქვს, - კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით დაფარულ ქვეყნებში ადგილობრივი ექსპორტი გაცილებით მაღალი ტემპით იზრდება - 2021 წელს, 2014 წელთან შედარებით, ევროკავშირში ექსპორტის 57%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ჩინეთში, შეთანხმების ამოქმედებიდან - 205%-ით, ხოლო ჰონგ-კონგში - შეთანხმების ამოქმედებიდან - 79%-ით გაიზარდა. „ევროკავშირში ექსპორტის ზრდის პარალელურად, დაიწყო სრულიად ახალი პროდუქციის წარმოება, მათ შორის, ცხოველების ავეჯი და საკვები. ასევე შეიქმნა სათამაშოების წარმოების სექტორი და გარდა ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისა, ხდება სათამაშოების ექსპორტი ევროკავშირში; 30-ზე მეტი ქართული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია ახორციელებს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ექსპორტს ევროკავშირში. მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ქართული კომპანიების რაოდენობა, რომელთაც პროდუქცია ევროპაში გააქვთ - 2014 წელთან შედარებით, 2021 წელს ასეთი კომპანიების რაოდენობა 71 პროცენტით გაიზარდა და 962 კომპანია შეადგინა. აღსანიშნავია, სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ბენეფიციარებია, ამასთან, ბევრი მათგანი ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამით სარგებლობს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ვაჭრობასა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკანონმდებლო დაახლოების კუთხით. მისი თქმით, სწორედ პოლიტიკის ჰარმონიზაციაა ის წინაპირობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ სრულფასოვნად გამოვიყენოთ DCFTA-ით გათვალისწინებული პრივილეგიები. 2027 წლის ჩათვლით, სულ ჯამურად მოხდება 309 აქტთან დაახლოება სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, საჯარო შესყიდვების, საბაჟო და მომსახურების სფეროებში. მინისტრის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს ადგილობრივი კომპანიებისთვის გაიხსნა ევროკავშირის შესყიდვების ბაზარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს საშუალება მიეცათ, ევროკავშირის მიერ სახელმწიფო შესყიდვებში გამოცხადებულ ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და შემდგომი ლიბერალიზაციის მიმართულებით. 2022 წლის 9 სექტემბერს ხელი მოეწერა საქართველო - თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ორ მნიშვნელოვან ოქმს - ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციასა და შეთანხმებაში მომსახურებით ვაჭრობის დამატებასთან დაკავშირებით. „ამოქმედდა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაცია. შედეგად უკვე შესაძლებელია თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნას შეტანილი ევროკავშირის ბაზარზე, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის საქართველოს ბაზარს ინვესტორებისთვის. უკვე გაიმართა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელიც დადებითად დასრულდა. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა სამ რაუნდში დაასრულონ მოლაპარაკებები და 2023 წლის გაზაფხულზე შეთანხმება მზად იყოს ხელმოსაწერად. აღნიშნულის შედეგად, საქართველოსთვის დამატებით გაიხსნება 10-მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიანი ბაზარი", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სავაჭრო რეჟიმების განვითარების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება ინდოეთთან, ისრაელთან და სამხრეთ კორეასთან. აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმების მიზნით კი მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები პოლიტიკურ და ექსპერტულ დონეზე.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)