|
2022-10-06 16:02:36, 1009 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ ორგანიზებულ სესიას დაესწრო
გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის ორგანიზებით, ქალაქ სან-მარინოში ურბანული განვითარების, განსახლებისა და მიწის განკარგვის კომიტეტის 83-ე სესია იმართება, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო. აღნიშნულ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ღონისძიების მონაწილეებს ანდრია ბასილაიამ სიტყვით მიმართა და კომიტეტის წევრებს „თბილისის, როგორც ჭკვიანი მდგრადი ქალაქის პროფილის“ დოკუმენტის შემუშავებისთვის მადლობა გადაუხადა. დედაქალაქის მერის მოადგილემ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმასა და მწვანე სივრცეების რეაბილიტაციაზე. „ტრანსპორტის რეფორმის განხორციელება საკმაოდ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღებით დაიწყო, თუმცა, მონაცემთა ანალიზი გვიჩვენებს, რომ მიუხედავად რთული, მაგრამ ამავდროულად პრინციპული გადაწყვეტილებებისა, რეფორმა სწორი მიმართულებით მიდის და იგი უნდა განხორციელდეს, რათა თბილისმა მდგრადი ურბანული გარემო მიიღოს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო და უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს, რაც ადასტურებს, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, სწორ გზაზე ვდგავართ. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის დროინდელი საცხოვრებელი ნაგებობების მდგომარეობას, ეს საკითხი თბილისში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. შენობებს გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა და აღნიშნული საბინაო ფონდი ჩანაცვლებას საჭიროებს. ქალაქში ასეთი შენობების რაოდენობა 10 000 აღწევს და მათ ჩანაცვლებას ვგეგმავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის, ასევე, ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. ურბანული განვითარების, განსახლებისა და მიწის განკარგვის კომიტეტის სესიაში თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარიაც მონაწილეობს.
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)