02:36 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-06 15:37:43, 961 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილზე - ერთ წელიწადზე მეტია მიდის სიკვდილის საფრთხეზე საუბარი, რაც ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციებია

ერთ წელიწადზე მეტია მიდის სიკვილის საფრთხეზე საუბარი, ხალხსაც მოაბეზრეს თავი, არის ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციები,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მისი თქმით, სააკაშვილთან ასევე შევიდა სახალხო დამცველიც და დიაგნოზიც ვერ გამოიტანა ციხიდან.

„ერთ წელიწადზე მეტია შესრულებული მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და იქიდან მოყოლებული ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ იმაზე, რომ არის რაღაც სიკვდილის საფრთხე, ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საქმე და ა.შ. ერთი წელია მიდის ამაზე საუბარი, ხალხსაც მოაბეზრეს თავი, არავითარი საფუძველი არ აქვს, შევიდა სახალხო დამცველი და დიაგნოზიც ვერ გამოიტანა ციხიდან, არის ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციები”, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა კლინიკა „ვივა მედშია” გადაყვანილი.

ამასთან, მესამე პრეზიდენტი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ მოინახულა.

მისი თქმით, სააკაშვილი სიკვდილის პირას იმყოფება, ვერ იღებს საკვებსა და მედიკამენტებს.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics