22:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 17:17:07, 1631 ნახვა

რეგიონი
მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით აჭარაში 70 პედაგოგი დააჯილდოვეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას პედაგოგთა დღე მიულოცა და ღვაწლმოსილ პედაგოგებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

აღნიშნულ ღონისძიებას 70 მასწავლებელი დაესწრო. დაჯილდოვდნენ პედაგოგები, რომლებსაც ჰქონდათ სასკოლო თუ არაფორმალური განათლების ღონისძიებებში ჩართულობის დიდი გამოცდილება და განსაკუთრებული წვლილი. მასწავლებლებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ფასიანი საჩუქრებიც გადაეცათ.

აჭარაში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განახლება, როგორც საშუალო სკოლების, ისე უმაღლესი საგანმანათლებლო, თუ პორფესიული სასწავლებლების მიმართლებით. მხოლოდ წლევანდელ სსასწავლო წელს 4 ახალი სკოლა შეემატა აჭარას და 11 000 მოსწავლემ განახლებულ გარემოში დაიწყო ახალი სასწავლო წელი. მიმდინარეობს 40 სკოლის რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა ყველა მუნიციპალიტეტში.

ღონისძებას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო მაია ხაჯიშვილი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე,  ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, რესურსცენტრის ხელმძღვანელები. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics