|
2022-10-05 00:19:51, 1729 ნახვა
საზოგადოება
როგორ ვუმკურნალოთ ბტრყელტერფიანობას?
ბრტყელტერფიანობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. განსაკუთრებით ხშირი ეს პრობლემა კი მოზარდებშია. ამიტომ მშობლებმა აუცილებლად დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის ზრდა-განვითარებას, რადგან ტერფზე პრობლემების წარმოქმნა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს. ბრტყელტერფიანობის გამომწვევ ფაქტორებს შორის ხშირია: მემკვიდრეობითი ფაქტორი, რაქიტის გართულებები ან ტერფის ძვლის პრობლემები. ეს დაავადება ვიზუალურად ადვილად აღმოსაჩენია, მაგრამ დეფორმაციის ხარისხის დასადგენად მხოლოდ ეს არ არის საკმარისი და საჭიროა კომპიუტერული კვლევის ჩატარება. მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკის საშუალებით დეტალური ინფორმაცია შეგვიძლია, მივიღოთ ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მონაცემების შესახებ. ამ სერვისს მომხმარებლებს კომპანია “ახალი ხედვა” უკვე რამდენიმე წელია სთავაზობს. კომპანიის ფილიალებში სწორი დიაგნოზის დასმის შემდეგ ინდივიდუალური ღაბაშების დამზადებაც არის შესაძლებელი. ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენება, კი საკმაოდ ეფექტური და შედეგიანია, რადგან სუპინატორი მაქსიმალურად ზუსტად ერგება ყოველი პაციენტის სამედიცინო პრობლემას. ბრტყელტერფიანობა და მისი მკურნალობა ეფექტურად მიმდინარეობს სუპინატორების გამოყენების შემთხვევაში. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს მყარი და სილიკონის მზა სუპინატორების დიდ არჩევანს სთავაზობს. მოთხოვნად პროდუქტებს შორისაა გერმანული ბრენდის, Bauerfeind-ის, ორთოპედიული სუპინატორი Comfort Business B-200. ამ მოდელს ბრტყელტერფიანების გარდა, გამოიყენებენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ხშირად ეღლებათ ფეხები ან აქტიური ფიზიკური დატვირთვა უწევთ. სუპინატორების შეძენა შესაძლებელია კომპანიის 13 საფირმო სამედიცინო მაღაზიაში თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. გარდა ამისა, სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)