|
2022-09-30 13:14:44, 1086 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური რუსეთის მოქალაქეების შემოდინების კონტროლზე - დედას გეფიცებით, რომ ეგრეა
დედას გეფიცებით, რომ ეგრეა,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა შეკითვას კონტროლირდება თუ არა ლარსის საზღვარზე რუსეთის მოქალქეების მასიური შემოდინება. მისი თქმით, მისთვის გაუბეგარია თუ რატომ უნდა იტოს საქართელო „პირველი მერცხალი“. „ცივილიზებული სამყარო არ არის ჩამოყალიბებული ზოგადად რა მიდგომა უნდა იქნეს ამ შემთხვევაში. არ მგონია, რომ ვინმეს ზოგადად ჩაკეტილი ჰქონდეს საზღვარი და ასე ვთაქვათ პირველი მერცხლები რატომ უნდა ვიყოთ გაუგებარია, როდესაც სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ დიახ, ყველაფერი კონტროლდება, თუმცა რა თქმაუნდა სტატისტიკა არის გაზრდილი და ეს არის ცალსახა. ასეთ შემთხვევაში, ყოვლად დაუშვებელია იმაზე მეტი აჟიოტაჟის ატეხა ვიდრე ზოგადად ობიექტური სურათი არის... დედას გეფიცებით, რომ ეგრეა (კონტროლდება)“,- განაცხადა. შეგახსენებთ, რომ პუტინის ომს გამოქცეულთა რიცხვი, რომლებმაც ლარსის საზღვარი ბოლო ორი დღეში გადაკვეთეს, საგრძნობლად შემცირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ, ხოლო საქართველოს ტერიტორია დატოვა 5186 მოქალაქემ, 28 სექტემბრის 10:00 სთ-დან 29 სექტემბრის 10:00 სთ-მდე შემოვიდა 9642 და გავიდა 5448 მოქალაქე. ამასთან, გუშინ რუსეთის სხვა რეგიონებიდან ავტომანქანებით შესვლა ოფიცილაურად აიკძალა. აიკრძალა ასევე საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ფეხით და ველოსიპედით.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)