07:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 09:19:36, 1775 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინმა ოკუპირებული ზაპოროჟიესა და ხერსონის „დამოუკიდებლობის“ განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებებს ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონების დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარების შესახებ, რომელიც კრემლის ვებგვერდზეა გამოქვეყბნებული.

„საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ვაღიარებ და ვადასტურებ რა ხალხთა თანაბარი უფლებებისა და თვითგამორკვევის პრინციპს, რომელიც გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, ხერსონის რეგიონის ხალხის მიერ რეფერენდუმზე გამოხატული ნების გათვალისწინებით, რომელიც გაიმართა 2022 წლის 27 სექტემბერს, ვადგენ: აღიარებულ იქნას ხერსონის ოლქის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა",- აღნიშნულია დოკუკენტში,

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ გამოუცხადებია უკრაინის რეგიონების ანექსიის აღიარების განზრახვა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერს ხელს.

როგორც, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, კრემლი ანექსიას დღეს 15:00 საათზე გამოაცხადებს.

ამასთან, მოწვეული იქნება ასევე რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომაც.

ცნობისთვის, 23 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის 4 ოლქში: დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში "რეფერენდუმები" ჩაატარა, რომელთა "შედეგებით" ამ ოლქების რუსეთის ფედერაციასთან შეერთება "გადაწყდა".

აღსანიშნავია ასევე, რომ პუტინს უკვე აღიარებული აქვს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics