|
2022-09-29 14:52:12, 795 ნახვა
საზოგადოება
29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა
29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა. თარიღი, ყოველწლიურად აღინიშნება, მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკების შესახებ. მიმდინარე წლის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტრომ, გულის დაავადებების მკურნალობის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. გაფართოვდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა და სახელმწიფო უფრო მეტ ფინანსებს მიმართავს მოსახლეობის ჯანდაცვაზე. აღნიშნულ ინფორმაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების უფასო წვდომაზე დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა მოიხსნა, ძვირადღირებული იმპლანტირებადი აპარატი ყველა პაციენტს უსასყიდლოდ გადაეცემა, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დადებითად აისახება. ცვლილებებამდე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გულის მოწყობილობებს უფასოდ მხოლოდ განსაზღვრული კატეგორიების პაციენტები: პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, სტუდენტები და შშმ პირები იღებდნენ. დღეს აპარატი საყოველთაო ჯანდაცვის ყველა ბენეფიციარისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. გამარტივდა გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობაც. მიმდინარე წელს, გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა, ოპერაციების დაფინანსების გამარტივების მიზნით, რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გადავიდა. ცვლილებებით, სამედიცინო მომსახურების მიღების პროცედურა უფრო მოქნილი და სწრაფი გახდა. სიახლის შედეგად, გამარტივებული პროცედურით, 125-მა პაციენტმა უკვე ისარგებლა. მიმდინარე წელს, ასევე მოიხსნა აბლაციის დაფინანსებისას არსებული შეზღუდვები. შედეგად, კარდიოლოგიური ინტერვენციაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა, უფრო მეტ ადამიანს ექნება. ცვლილება, მიმდინარე წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში, მას შემდეგ 162 ოპერაცია ჩატარდა, საიდანაც 34 პაციენტმა აღნიშნული პროცედურის ჩატარება, სწორედ პროგრამაში გატარებული ცვლილების შედეგად, შეძლო.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)