|
2022-09-29 11:14:20, 706 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურორი ბუენოს აირესის გენერალურ პროკურორს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ბუენოს აირესის გენერალურ პროკურორს ხუან ბაუტისტა მაჰიქესს შეხვდა. შეხვედრას, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი გიორგი გოგაძე და საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ქვეყნებს შორის სამართლებრივი დახმარების საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ბუენოს აირესის გენერალურმა პროკურორმა, პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის წარმატებით ორგანიზებისთვის და თავაზიანი მასპინძლობისთვის საქართველოს გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა. "შეხვედრა საქართველოს გენერალურ პროკურორთან ძალიან წარმატებული იყო. მე მას მადლობა გადავუხადე თავაზიანი მასპინძლობისთვის და ღონიძიების ორგანიზებისთვის, რომელიც ცალსახად წარმატებული გამოდგა. შევთანხმდით თანამშრომლობაზე, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ IAP-ის წევრებს შორისაც. მე იგი მივიწვიე ბუენოს აირესში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს კვლავ შევხვდებით, იქნება ეს ბუენოს აირესში, აქ, საქართველოში თუ რომელიმე სხვა ახლომდებარე ქვეყანაში" - განაცხადა ხუან ბაუტისტა მაჰიქესმა. ბუენოს აირესის გენერალური პროკურორი ხუან ბაუტისტა მაჰიქესი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე - "გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები"
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)