|
2022-09-29 11:11:57, 881 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს, ჯონ პენელს შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. მინისტრმა სააგენტოს ხელმძღვანელს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით არსებული ვითარება გააცნო. ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ამერიკის მხარეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში აქტიური მხარდაჭერისთვის. „მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან. აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერია. წლებია, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ერთობლივად, არაერთ პროექტს ვახორციელებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ USAID-ის დაფინანსებით ახალ პროექტს ვიწყებთ, რომელიც ხელს შეუწყობს შერჩეულ რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებას და ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ჯონ პენელმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგს დიდი პოტენციალი აქვს. მხარეებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, თხილის სექტორი საგრძნობლად ვითარდება, შესაბამისად, ამ მიმართულებით USAID-ის მხრიდან მხარდაჭერა გაგრძელდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული ღვინის ამერიკულ ბაზრებზე პოპულარიზაციისა და დივერსიფიკაციის საკითხს. „ქართული ღვინო კონკურენტუნარიანია. ამერიკის ბაზარზე ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის კუთხით თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ჯონ პენელმა. მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობის პრიორიტეტული მიმართულება გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მაქსიმალური შემცირებაა და ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მოადგილე ნინო თანდილაშვილი და USAID-ის ეკონომიკური გუნდის დირექტორი მარიკა ოლსონი ესწრებოდნენ.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)