21:04 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 11:01:24, 813 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი სასაზღვრო ზონაში შეიარაღებული დაპირისპირებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის ნაწილების პროვოკაციას სამი სომეხი ჯარისკაცი ემსხვერპლა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეჭრა უნდა შეწყდეს და საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებლები უნდა განთავსდნენ.

პარალელურად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაცია უარყო და ზავის დარღვევაში ოფიციალური ერევანი დაადანაშაულა. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის არმიის სამხედროებმა კელბაჯარის რაიონის მიმართულებაზე განთავსებულ აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგად ერთი სამხედრომ სხეულის დაზიანება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს.

სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში.

დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან.

მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 207, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 79 სამხედრო დაიღუპა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics