07:53 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 21:45:08, 986 ნახვა

პოლიტიკა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვიზიტით საქართველოში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის უწყება აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკ ქერიმ ვალიევს მასპინძლობს. ოფიციალური დახვედრის ცერემონია თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა. გენერალ-პოლკოვნიკ ქერიმ ვალიევს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შეხვდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა რეგიონის მშვიდობიან განვითარებას უწყობს ხელს. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, განვითარებულ და სტაბილურ აზერბაიჯანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონში უსაფრთხოებისა და ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელებაში. შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ქერიმ ვალიევმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.  

დღესვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო აზერბაიჯანელი სამხედროების აქტიურ მონაწილეობას საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებში და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობას. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და უწყების მაღალი რანგის სამხედრო პირები დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics