|
2022-09-28 10:54:01, 5618 ნახვა
სამხედრო
DIBS-ში თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამა გაიხსნა
პირველად საქართველოში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) თავდაცვისა და უსაფრთხოების გრძელვადიან, სტრატეგიული დონის პროგრამას მასპინძლობს. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროგრამა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ოფიციალურად გახსნეს. მათ პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს. სწავლება ექვს მოდულს მოიცავს: სტრატეგიული ლიდერობა, უსაფრთხოების პოლიტიკა და სტრატეგიული განვითარება, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოება, საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურა, თავდაცვის დაგეგმარება და მენეჯმენტი, სტრატეგიული ოპერაცია და დაგეგმარება. ექვსთვიანი პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ეროვნული უსაფრთხოების კუთხით მომუშავე ექსპერტების ლექციები, ასევე ვიზიტები პარტნიორ ქვეყნებში. სწავლებაში მონაწილეობენ თავდაცვის უწყების მაღალი რანგის სამხედრო წოდების მოსამსახურეები, სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლები და უსაფრთხოების სფეროს უწყებების მენეჯერული რგოლის თანამშრომლები. 2023 წლიდან დაგეგმილია პროგრამის განხორციელება თავდაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში. კერძოდ, სამაგისტრო პროგრამა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIBS) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს შორის შეთანხმების საფუძველზე წარიმართება. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, ექვსთვიანი პროგრამის გავლის შემდეგ გააგრძელონ სწავლა თსუ-ს აღმასრულებელ სამაგისტრო პროგრამაზე და მოიპოვონ ერთწლიანი სამაგისტრო ხარისხი. პროგრამა DIBS-ის მიერ განხორციელებული უწყებათაშორისი ეფექტიანი თანამშრომლობისა და კოორდინაციის კიდევ ერთი კარგი მაგალითია.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)