|
2022-09-26 17:54:29, 1141 ნახვა
საზოგადოება
„თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგია“ წარადგინეს
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ პროექტის - „თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგია“ წარადგინეს. ღონისძიების მიზანს თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა, უკუკავშირის მიღება და შემდგომი ნაბიჯების განხილვა წარმოადგენდა. ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მყარი ნარჩენების მართვა მსოფლიოს ქალაქების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მისი თქმით, ამ მხრივ, ბოლო წლების განმავლობაში, თბილისში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა, მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემები ძირითადად, ისევ ნაგავსაყრელებზეა დამოკიდებული. „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი შემუშავდა, რომელიც ეროვნულ გეგმასთან სრულ ჰარმონიზაციაშია. ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ერთ-ერთი ვალდებულებაა. რეალურად, თბილისს დღეს აქვს ისეთი გეგმა, რომელიც ქალაქს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემასთან მიიყვანს. ჩვენს პარტნიორ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები და ორი მთავარი პრობლემა, რომელიც პირველ რიგში მოგვარდება, ეს არის გაზშემკრებისა და სორტირების ხაზის მშენებლობა. დედაქალაქში განთავსდება ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები. ვფიქრობ, ორ-სამ წელიწადში შეგვეძლება, გადავიდეთ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე, პროექტის მეორე ნაწილი კი იმ დარჩენილი ნაწილის გადამუშავება იქნება, რაც ევროკავშირის სტანდარტამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ და პროექტში მონაწილე მხარეებს მხარდაჭერისა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების კონსორციუმმა 2020 წლის იანვარში დაიწყო. სტრატეგიის მიზანია, თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სხვადასხვა სცენარის შემუშავება და მდგრადობის შეფასება (გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური გავლენის შეფასება). „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის მიზანშეწონილობის კვლევის“ განხორციელების შედეგად, 2020 წლის იანვრიდან თბილისის მერიამ მყარი ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სტრატეგიის მომზადება დაიწყო. EBRD-ის საგრანტო დაფინანსების ფარგლებში, სტრატეგიის მომზადება ICP-ENVIROPLAN კონსორციუმმა უზრუნველყო. სტრატეგიის პრეზენტაციას შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, პროექტში მონაწილე სხვადასხვა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)