18:25 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-26 16:39:06, 1443 ნახვა

მსოფლიო
პესკოვის განცხადებით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამო საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღიათ

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამო საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღიათ. 

ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ცნობებზე რუსეთის ფედერაციის საზღვრების შესაძლო ჩაკეტვის შესახებ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნულ ინფორმაციაშია "უფრო მეტი ყალბია, ვიდრე ჭეშმარიტება"

„მე არაფერი ვიცი ამის შესახებ. ამ დროისთვის, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის", - ამბობს პესკოვი. 

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი 261 000-მა კაცმა დატოვა. 

ზოგიერთმა მოქალაქემ, რომელიც ექვემდებარება „ნაწილობრივი“ მობილიზაციის კრიტერიუმებს და ცდილობს რუსეთის დატოვებას, საზღვრებზე შეტყობინებების გაცემა დაიწყო, რომლის მიხედვითაც სამხედრო კომისარიატის გადაწყვეტილებით მათ გასვლა ეკრძალებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics