|
2022-09-26 11:30:32, 813 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბი-პი-ს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და კომპანია ბი-პი-ს ხელმძღვანელმა საქართველოში, აიტან ჰაჯიევამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს დაცული ტერიტორიების მდგრადი განვითარების ხელშეწყობის ერთობლივი პროექტები განხორციელდება. „მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან. მდგრადი განვითარება ბი-პი-ს სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ეს მემორანდუმიც ამ მიზანს ემსახურება. გვინდა ერთობლივი ძალისხმევით გავაძლიეროთ დაცული ტერიტორიები, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და ხელი შევუწყოთ ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოტურიზმის განვითარებას და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ბი-პი-ს ხელმძღვანელმა საქართველოში, აიტან ჰაჯიევამ. ბი-პი-ს საქმიანობის შესახებ საქართველოში: ბი-პი უკვე 25 წელია, თავისი პარტნიორების სახელით, საქართველოში ნავთობის და გაზის მსხვილ პროექტებზე მუშაობს. ბაქო-სუფსის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები, ასევე სამხრეთ კავკასიის გაზსადენი ხელს უწყობენ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ენერგორესურსებით ამარაგებენ საერთაშორისო ბაზრებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია ქვეყანაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)