|
2022-09-26 11:23:56, 1168 ნახვა
მსოფლიო
„ახლა ყველანი სახლში წავალთ“ - რუსეთში მამაკაცმა სამხედრო კომისარს ესროლა
ირკუტსკის ოლქის ქალაქ უსტ-ილიმსკში მამაკაცმა სამხედრო კომისარს ცეცხლი გაუხსნა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გასროლამდე მამაკაცმა, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, კომისარიატში მყოფ წვევამდელებს მიმართა - "ახლა ყველანი სახლში წავალთ". თავდამსხმელი, რომელიც 25 წლის ადგილობრივი მცხოვრები რუსლან ზინინია, შემთხვევიდან მალევე დააკავეს. რაც შეეხება სამხედრო კომისარ ალექსანდრე ელისეევს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომისარი დაიღუპა, თუმცა რეგიონის ხელმძღვანელმა, იგორ კობზევმა განაცხადა, რომ ელისეევი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. მომხდარს საგამოძიებო კომიტეტი ორი მუხლით იძიებს. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას. უცხოური მედიის ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი 261 000-მა კაცმა დატოვა. ზოგიერთმა მოქალაქემ, რომელიც ექვემდებარება „ნაწილობრივი“ მობილიზაციის კრიტერიუმებს და ცდილობს რუსეთის დატოვებას, საზღვრებზე შეტყობინებების გაცემა დაიწყო, რომლის მიხედვითაც სამხედრო კომისარიატის გადაწყვეტილებით მათ გასვლა ეკრძალებათ.
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)