|
2022-09-25 22:20:31, 1072 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი შოთაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის მოადგილეს ნაზატ ხანს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის მოადგილეს, ნაზატ შამიმ ხანს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პროკურატურის და საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მხარეებმა მიმოიხილეს ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ცალკეული საკითხები. ასევე ისაუბრეს საქართველოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატის მიერ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაკავების განჩინებების გამოცემას. შეხვედრაზე ხაზგასმით განაცხადეს, რომ აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც ეხება ეთნიკურად ქართველების თავისუფლების უკანონო აღკვეთას, მათ მიმართ წამებას და არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანას და შემდგომ უკანონო გადაცემას, წარმოადგენს უმძიმეს ომის დანაშაულს. შეხვედრის დასასრულს, საუბარი შეეხო ქართულ მხარესა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის მოადგილე, ნაზატ შამიმ ხანი, საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის და გენერალურ შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს, რომელიც 25-29 სექტემბერს, თბილისში იმართება. ოთხდღიანი კონფერენციის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პროკურატურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობა, ომის დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება, კოვიდ პანდემიის შედეგად შექმნილი ინსტიტუციური გამოწვევები და საპასუხო ღონისძიებები, კიბერ დანაშაულის ტიპოლოგიების ევოლუცია და სხვა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)