09:28 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 18:00:46, 1776 ნახვა

ომი უკრაინაში
გაიდაი რუსეთის „რეფერენდუმზე“ - ოკუპანტებმა დაკეტეს ქალაქები, ხალხს წასვლის საშუალებას არ აძლევენ, რომ ხმები არ დაკარგონ

ოკუპანტებმა დაკეტეს ქალაქები, ხალხს წასვლის საშუალებას არ აძლევენ, რომ "ხმები" არ დაკარგონ, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ რუსეთის მიერ ჩატარებულ ე.წ "რეფერენდუმზე" განაცხადა. 

მისი თქმით, რუსი ოკუპანტები ხმებს აგროვებენ მოსახლეობის ბინების სამზარეულოებში და ეზოებში, ვინაიდან უფრო მარტივია მათი იძულება. 

"რაშისტებმა დაიწყეს "არჩევნები არჩევნების გარეშე". „ხმას იღებენ“ სამზარეულოშიც და ეზოშიც. ოკუპანტებმა დაკეტეს ქალაქები, ხალხს წასვლის საშუალებას არ აძლევენ, რომ "ხმები" არ დაკარგონ. "კენჭისყრა" დღეს "გარეუბნებში ორგანიზებულ ადგილებში" დაიწყო. ეს უფრო ადვილია – აავსებენ რამდენიმე ქაღალდს ბინებსა და ეზოებში სამზარეულოში. უკიდურესად უცნაურად გამოიყურება.  კონფიდენციალურობა სრულად დარღვეულია.ოკუპანტები მოსახლეობას არ აძლევენ ლუგანსკის ოლქში რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქების დატოვების საშუალებას, რათა არცერთი ხმა არ დაკარგონ. ყველა მონაწილე დაისჯება!", - წერს გაიდაი.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ოკუპანტი რუსეთი უკრაინის 4 ოლქში ე.წ "რეფერენდუმს" ატარებს.  კენჭისყრა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ოლქების "რუსეთთან მიერთებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics