09:28 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 17:27:15, 1543 ნახვა

ომი უკრაინაში
ერდოღანი - ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინელ სამხედროებზე გავცვალეთ, თურქეთიდან რუსეთში გავაგზავნეთ

ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინელ სამხედროებზე გავცვალეთ თურქეთიდან რუსეთში გავაგზავნეთ. - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ომის დასასრულებლად.

"ეს ყველა ჩვენი სტუმარია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ მათგანზე, მედვედჩუკზე. ჩვენ ის რუსეთის ფედერაციაში გავაგზავნეთ და  მტკიცედ ვაგრძელებთ პროცესს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics