|
2022-09-23 14:56:29, 1129 ნახვა
საზოგადოება
24 სექტემბერს „კრწანისობა 2022“ გაიმართება
24 სექტემბერს, კრწანისის რაიონში, 300 არაგველის სკვერის მიმდებარედ „კრწანისობა 2022“ გაიმართება. ღონისძიებას კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე დაესწრება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, 11:30-ზე ღონისძიება მეფე ერეკლე II-ისა და კრწანისის ბრძოლის შესახებ ლექციით გაიხსნება. ლექციას ჯაბა სამუშია წარუძღვება. მათივე ინფორმაციით, 12:00 საათზე კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სულის სავედრებელი პარაკლისი აღევლინება, რომლის დასრულების შემდეგ, ღონისძიების კულტურული ნაწილი დაიწყება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „შვიდკაცა“ და ფოლკლორული ანსამბლი „თბილისი“. იქნება მხატვრული კითხვა, მოეწყობა ძველი, ქართულ-კავკასიური საბრძოლო იარაღისა და ქართული სამოსის გამოფენა (ხმლები, თოფები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგი, ხევსურული ტალავერი, ჩოხა, ყაბალახი, აჭარული ჩაქურა და სხვა). ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს საშუალება ექნებათ, მოირგონ ინვენტარი და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)