11:34 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 12:07:29, 1196 ნახვა

პოლიტიკა
„ივანიშვილმა გამოგზავნა, შკოდებით არიან მოსული“ - ნინო გოგაშვილის განცხადებით, სახლში სუს-ის გამომძიებლები მივიდნენ

არაკაცმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ გამოგზავნა ჩვენთან, შკოდებით არიან მოსული, - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი აცხადებს, რომ მის საცხოვრებელ სახლში სუს-ის გამომძიებლები მივიდნენ.

როგორც ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სუს-ის წევრები უძრავი ქონების, 3 ავტომობილის ამოღების პროცესში იღებენ მონაწილეობას. 

"არაკაცმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ გამოგზავნა ჩვენთან, შკოდებით არიან მოსული რამდენიმე კაცი, ერთი საყვარელი ბიჭუნა ვიდეოსაც მიღებს, არაფერი გამორჩეთ, ავტომატებით რომ შემოვარდებიან, რომ დაინახონ როგორ გვტანჯავენ და კიდევ ერთი მაგალითი იყოს იმისთვის, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რაიმე საპირისპირო განცხადებას გააკეთებს. ვეკითხებით ვინ ხართ, სახელს და გვარს ვეკითხები, ტელეფონის ნომერს, არ მეუბნებიან, ითხოვენ კარის გაღებას", - ამბობს ნინი გოგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება.

15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics