|
2022-09-22 12:07:40, 1340 ნახვა
საზოგადოება
„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ - პროგრამის განხილვას ნინო თანდილაშვილი დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, პროგრამის მმართველი კომიტეტის შეხვედრას დაესწრო. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე, მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის საანგარიშო პერიოდში, პროგრამის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და წლის ბოლომდე განსახორციელებელი გეგმები განიხილეს. ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, რომ პროგრამა საქართველოს კლიმატის ცვლილებების პროცესებთან ადაპტაციაში ეხმარება, რათა გაუმჯობესდეს ბუნებრივი სტიქიური პროცესების პროგნოზირება და მოქალაქეების დროული ინფორმირება. „პროგრამის ფარგლებში, 139 მეტეოროლოგიური და 15 აგრომეტეოროლოგიური სადგური შევიძინეთ, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ეტაპობრივად განთავსდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს ტექნოლოგიური სისტემების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც სპეციალისტებს, მომდევნო წლების განმავლობაში, ამინდის უკეთესად პროგნოზირებაში დაეხმარება. პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მოსალოდნელი წყალმოვარდნებისგან დაიცავს. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ცნობიერების ამაღლების კომპონენტსაც მოიცავს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, მრავალმხრივი კატასტროფების რისკების შეფასებისა და მართვის საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, პროგრამის ფარგლებში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს. პროგრამა შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობის. შეხვედრას საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)