|
2022-09-21 17:39:50, 1091 ნახვა
მსოფლიო
საპროტესტო აქციები ირანში - ქალებმა ჰიჯაბები მოიხსნეს და დემონსტრაციულად დაწვეს
მეხუთე დღეა, რაც ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. პოლიციელების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებს სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ურმიაში, პირანშაჰრსა და კერმანშაჰში უსაფრთხოების ძალების მიერ დახვრეტილ სამ მომიტინგეს შორის ერთი ქალი იყო. ხელისუფლებამ დემონსტრანტები დაადანაშაულა კერმანშაჰში ორი მშვიდობიანი მოქალაქის და ასევე შირაზში პოლიციის თანაშემწის მკვლელობაში. გარდა ამისა, დღეს, ქალებმა თავიანთი ჰიჯაბები მოიხსნეს და დემონსტრაციულად დაწვეს. ცნობისთვის, საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს ირანის ქურთისტანის პროვინციიდან, რომელიც დაკავების შემდეგ, კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულმა ფაქტმა, გამოიწვია დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში.ბოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ განაცხადა, რომ იყო "შეზღუდული" საპროტესტო აქციები შვიდი პროვინციის რიგ ქალაქში, რომლებიც პოლიციამ დაარბია პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. მაგრამ ამინის მამამ არაერთხელ თქვა, რომ მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და დასძინა, რომ მას ფეხის სისხლჩაქცევები ჰქონდა. თეთრი სახლის სპიკერის თქმით, „მაჰსა ამინისთვის სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული იქნა იმის გამო, რომ ის ატარებდა "არაშესაფერისს" ჰიჯაბს, რაც არის ადამიანის უფლებების შემზარავი და საშინელი შეურაცხყოფა“. საპროტესტო გამოსვლები ყველაზე ინტენსიური იყო ქურთისტანის რეგიონში, სადაც ხელისუფლებამ ჩაახშო 8-დან 10 მილიონამდე ქურთი უმცირესობის საპროტესტო აქციები. ჰენგავმა განაცხადა, რომ ორშაბათს 75 ადამიანი დაშავდა.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)