20:00 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 11:55:38, 1122 ნახვა

მსოფლიო
პოდოლიაკი რუსეთის მობილიზაციაზე - ყველაფერი ისევ გეგმის მიხედვითაა, არა? ცხოვრებას დიდი იუმორის გრძნობა აქვს

სამდღიანი ომის“ 210-ე დღეს რუსებმა, რომლებიც მოითხოვდნენ უკრაინის განადგურებას, საბოლოოდ მიიღეს ის რაც დაიმსახურეს,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრესზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლია პუტინის განცხადებას ნაწილობრიც მობილიზაციაზე.

პოდოლიაკის თქმით, რუსებმა მიიღეს მობილიხაცია, ჩაკეტილი საზღვრები და ციხე დეზერტირებისთვის.

„სამდღიანი ომის“ 210-ე დღეს რუსებმა, რომლებიც მოითხოვდნენ უკრაინის განადგურებას, საბოლოოდ მიიღეს:

1. მობილიზაცია.

2. ჩაკეტილი საზღვრები და საბანკო ანგარიშების დაბლოკვა.

3. ციხე დეზერტირებისთვის.

ყველაფერი ისევ გეგმის მიხედვითაა, არა? ცხოვრებას დიდი იუმორის გრძნობა აქვს"- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics