23:08 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-20 11:07:05, 828 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ბლინკენმა ხაზი გაუსვა შემდგომი ბრძოლების თავიდან აცილებას და სამშვიდობო პროცესს დაბრუნების აუცილებლობას.

„მათ განიხილეს შემდეგი ნაბიჯები და მდივანმა მხარეებს მოუწოდა, რომ კვლავ შეხვედროდნენ თვის ბოლომდე“,- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განცხადებაში.

ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრების მასპინძლობამდე საუბრისას ბლინკენმა თქვა, რომ ვაშინგტონი „გამხნევებულია იმ ფაქტით, რომ ბრძოლები შეწყდა და არ ყოფილა რაიმე დამატებითი სამხედრო მოქმედებები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში“.

ცნობისთვის, ეს ორ მხარეს შორის პირველი პირდაპირი მოლაპარაკებაა სასაზღვრო შეტაკებების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს 13 სექტემბრის ღამით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს.

სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში.

დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან.

მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 135, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 77 სამხედრო დაიღუპა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics