|
2022-09-19 18:05:53, 874 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა ჰოლდინგი“ დასუფთავების მსოფლიო დღის აქციას შეუერთდა
17 სექტემბერს მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში დასუფთავების აქცია მოეწყო. ამ საერთაშორისო თარიღს წელს „თეგეტა ჰოლდინგიც“ შეუერთდა. „თეგეტა ჰოლდინგისა“ და მისი შვილობილი კომპანიების თანამშრომლებმა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნებრივად გამწვანებული ტერიტორიის, დიღმის ჭალების დასუფთავებაზე იზრუნეს. აქცია „პოლივიმის“, „პარკი არ მინდასა“ და „დიღმის ჭალების გარემოსდაცვითი მუზეუმის“ მხარდაჭერით გაიმართა. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „თეგეტა ჰოლდინგის თანამშრომლებს“ ნარჩენების მართვისა და გადამუშავების წესებიც გააცნეს. დიღმის ჭალებში ნარჩენები სწორედ ამ წესების მიხედვით შეგროვდა.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „გარემოზე ზრუნვა „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ნარჩენების პრობლემის დაძლევა დღევანდელი მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევაა, გარემოზე ზრუნვა კი - თითოეული ჩვენგანის მოვალეობა. საამაყოა, რომ მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მოხალისეს ჩვენი დიდი გუნდიც შეუერთდა და მცირედი წვლილი შევიტანეთ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამწვანებული ტერიტორიის დასუფთავებაში“ . ცალკე მოგროვდა ათობით გამოყენებული საბურავი. ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის „თეგეტა გრინ პლანეტის“ წარმომადგენლებმა გადაყრილი საბურავები მიმდებარე ტერიტორიიდან სპეციალური ტექნიკით გაიტანეს.
„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლების მიერ დიღმის ჭალებში შეგროვებული ნარჩენები გადასამუშავებლად პარტნიორ ორგანიზაციებს გადაეცათ. დასუფთავების მსოფლიო დღე 2008 წლიდან აღინიშნება და 200-მდე ქვეყანაში მილიონობით მოხალისეს აერთიანებს. მთავრობის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და კომპანიების წარმომადგენლები ერთიანდებიან, რათა საერთო ძალისხმევით დაძლიონ ნარჩენების გლობალური პრობლემა და მდგრად განვითარებას შეუწყონ ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)