|
2022-09-18 12:49:30, 920 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტი, რომან დრიბნოი არ შემოუშვეს
საქართველოში უკრაინელი ტელეწამყვანი, რომან დრიბნოი არ შემოუშვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს. ჟურნალისტის თქმით, მას აეროპორტში საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს და განმარეტებების გარეშე უკან გააბრუნეს. „თვითმფრინავიდან რომ ჩამოვედი, წავედი პასპორტის კონტროლზე და იქ იდგა ვიღაც ბიჭი, რომელიც ანაწილებდა ხალხს ჯიხურებთან უკრაინის პასპორტი რომ დაინახა, მითხრა, თქვენ აი იქით პირდაპირ უნდა წახვიდეთო. იქ იდგნენ პოლიციელები და გამესაუბრნენ, როგორც წესია ყველა შეკითხვა დამისვეს. ჩვენ გვაქვს უფლება მიზეზი არ გავახმოვანოთ, ფურცელზე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციასო, იმავე თვითმფრინავში ჩამსვეს და ვარშავაში გამომიშვეს. თვითმფრინავში ასვლისას დავხედე პასპორტს და ფურცელს, სადაც მიზეზებში ეწერა "სხვა მიზეზები". პარალელურად რუსეთის მოქალაქეებს ატრებდნენ. დაკითხვას უწყობდნენ მაგრამ მაინც უშვებდნენ. სამწუხაროა, რომ არებობენ ქვეყნები, ზუსტად რომ ვთქვათ მთავრობები, როგორც წყეული რუსეთი. ხალხი, რა თქმა უნდა, ჩვენს მხარესაა“,- განაცხადა დრიბნოიმ. შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანი უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო გამოფენას უნდა დასწრებოდა, რომელიც დედა სიდონიას კურატორობით 25 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიების ერთ-ერთი წამყვანი სწორედ დრიბნოი უნდა ყოფილიყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)