12:37 - 18 Jun, 2026
|
2022-09-17 16:27:51, 1910 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ქალაქ ჩუგუევზე თავდასხმის დროს 11 წლის გოგონა მოკლეს
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში ქალაქი ჩუგუევი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად 11 წლის გოგონა დაშავდა, რომელიც აავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. როგორც ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, ჩუგუევზე თავდასხმის შემდეგ კიდევ ერთი ქალი დაშავდა, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. "რუსული ტერორისგან უდანაშაულო ბავშვი დაიღუპა. სამწუხაროდ, ჩუგუევის საავადმყოფოში გადაყვანილი 11 წლის გოგონა მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა", - განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ , ოკუპანტებმა ჩუგუევზე სარაკეტო იერიში დღეს, 17 სექტემბერს მიიტანეს. წინასწარი მონაცემებით, დარტყმებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, კერძო სექტორი, საწარმო და ბენზინგასამართი სადგური დააზიანა.
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)