|
2022-09-17 12:04:04, 871 ნახვა
საზოგადოება
მინისტერიალის ფარგლებში, ოთარ შამუგია ევროკომისარს სოფლის მეურნეობის საკითხებში იანუშ ვოიჩეხოვსკის შეხვდა
ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში გამართული მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკომისარს სოფლის მეურნეობის საკითხებში იანუშ ვოიჩეხოვსკის შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტერიალში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები, ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში და ევროკავშირის სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. მათივე ცნობით, ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ევროკომისარს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის ახორციელებს. „მინისტრმა ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმებისა და ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ოთარ შამუგიამ ევროკომისარს საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას გაუსვა. იანუშ ვოიჩეხოვსკიმ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა და აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე, ევროკომისარმა ხაზი გაუსვა საქართველოს პროგრესს ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით, ასევე, სურსათის სტრატეგიის დამნერგავი დოკუმენტის დამტკიცებისა და სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიის წარმატებული იმპლემენტაციის საკითხს. იანუშ ვოიჩეხოვსკის განცხადებით, კონკრეტული ვალდებულებების შესრულების შემდეგ, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებით სასარგებლო შედეგის მომტანი იქნება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)