|
2022-09-16 16:27:30, 757 ნახვა
საზოგადოება
მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ იხსნება
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი და თბილისის მერია 16 სექტემბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით, წარმოგიდგენთ 30-ე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს - „შემოდგომის თბილისი“. ფესტივალი გააერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მოყვარულ მსმენელს და 12 კონცერტით იქნება წარმოდგენილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი, ისე მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები. მათ შორის, თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ლა სკალას კამერული ორკესტრი, საქართველოს კამერული ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტა“, გია ყანჩელის სახელობის „თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი“, ტონი მომრელი და ბენდი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, გორის და თბილისის ქალთა გუნდები, ფოლკლორული ანსამბლები „რუსთავი“, „ბასიანი“ და „შავნაბადა“. ასევე, დირიჟორები: ვახტანგ კახიძე, გაბორ ჰოლერუნგი და მირიან ხუხუნაიშვილი. ფესტივალის ფარგლებში, 23 ოქტომბერს ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 1993 წელს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნდა. ფესტივალი, რომლის სულის ჩამდგმელია მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე, ხელს უწყობს საქართველოში მსოფლიო მუსიკალური კულტურის სხვადასხვა ჟანრის, განსაკუთრებით კი სიმფონიური მუსიკის პოპულარიზაციას და თბილისის სიმფონიური ორკესტრის შემოქმედების წარმოჩენას. ფესტივალზე მსმენელს ეძლევა შესაძლებლობა, გაიცნოს პროფესიული მუსიკის სფეროს გამოჩენილი მუსიკოსები. ფესტივალის პარტნიორებია: ქალაქ თბილისის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, სასტუმრო „სითი ავენიუ“ და რესტორანი „მუხამბაზი“. საინფორმაციო მხარდაჭერებია: საქართველოს პირველი არხი და რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“. კონცერტების დასაწყისი: 19:30 საათი, მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზ. N123ა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)