|
2022-09-16 13:38:09, 916 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი, ორბელიანების სასახლეში, გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ღონისძიება ორბელიანების სასახლეში გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაღუპული მფრინავები, მაშველები და ექიმები მედლით - "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა. ცერემონიალს ტრაგიკულად დაღუპული გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ. საქართველოს პრეზიდენტმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა მათ სიტყვით მიმართეს და მომხდარი ტრაგედიის გამო, კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარება გამოთქვეს. „ჩვენმა ქვეყანამ ექიმების, მფრინავებისა და მაშველების სახით, დაკარგა ღირსეული მოქალაქეები - ადამიანები, რომლებიც ყოველთვის პირნათლად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას და სწორედ ამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ტრაგიკულად დაიღუპნენ. განუზომელია ეს დანაკლისი როგორც მათი ოჯახების, ისე მთელი ქვეყნისათვის. გუდაურის სამაშველო ოპერაციისას დაღუპულმა ექიმებმა, მაშველებმა და მფრინავებმა ჩვენი დროის გმირობის ახალი ისტორია დაწერეს და სიცოცხლის ბოლომდე ღირსეულად ემსახურნენ ქვეყანას! ეს ადამიანები ჩვენი თანამედროვეობის გმირები არიან!“ - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. უწყების ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს ტრაგიკულად დაღუპული გმირების კოლეგები, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე კუტიბაშვილი და მისი მოადგილეები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახებმა, მატერიალური დახმარების სახით, 100 ათასი ლარი მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)