|
2022-09-16 10:55:55, 1271 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
ნაძალადევის რაიონში, საყვირის ქუჩა N2-დან მრევლიშვილის ქუჩა N7-ის ჩათვლით გზის რეაბილიტაცია სრულდება. თბილისის მერიის ცნობით, ამ დროისთვის ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. მათი ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 600 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე გაეცნენ, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. „ამ მონაკვეთზე ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა. იმდენად დაზიანებული იყო გზის საფარი, რომ მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. აქ დევნილთა დასახლებაა, სადაც 150-მდე ოჯახი ცხოვრობს. განსაკუთრებით დევნილი ოჯახები წუხდებოდნენ ამ პრობლემით. გზის რეაბილიტაციას ვერ ვიწყებდით, რადგან შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ შესაცვლელი იყო წყალარინების ქსელი და სისტემის განახლებას აქამდე ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ, GWP-მ შეცვალა მოძველებული კომუნიკაციები, რის შემდეგაც გამგეობის დაკვეთით ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო“, - აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ. როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 136 000 ლარია. მათივე ცნობით, საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)