|
2022-09-15 18:05:17, 1012 ნახვა
საზოგადოება
DIB სკოლაში მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგი დასრულდა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგი დასრულდა. ტრენინგი მიზნად ისახავდა საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საპილოტე პროგრამისთვის 16 მასწავლებლისა და სასწავლო კურსის „სამხედრო საქმე“ 18 სამხედრო მოსამსახურის გადამზადებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კურსის მონაწილეებმა სახელმძღვანელოში შემავალი ყველა თემა გაიარეს და მასწავლებელთა სახელმძღვანელოსა და სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიას გაეცნენ. „ტრენინგის თემები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საერთაშორისო უსაფრთხოება და ეროვნული უსაფრთხოების სისტემა, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეეები, სამოქალაქო უსაფრთხოება, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, საგანგებო სიტუაციები და მოსახლეობის უსაფრთხოება. ასევე, მასწავლებლებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, სამხედრო განათლების, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისა და ტაქტიკის საფუძვლების შესახებ. ლექციები მოიცავდა სამხედრო ტოპოგრაფიისა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხებსაც. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ”,- აღნიშNულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)