|
2022-09-15 14:11:56, 820 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის ცენტრის ბაზაზე ჩატარებული კვლევა რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის მსოფლიო გაიდლაინს ცვლის
საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე ჩატარებული კვლევა რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის მსოფლიო გაიდლაინს ცვლის. რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა 20 თვის ნაცვლად 6-თვიანი გახდება, ყოველდღიურად მისაღები 23 აბის ნაცვლად კი პაციენტი მხოლოდ 5 აბს მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კვლევის შედეგები რევოლუციური სიახლეა რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობაში. კვლევა საფუძვლად დაედო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის გაიდლაინში მოცემულ 6-თვიან სამკურნალო რეჟიმებს. ცვლილება, როგორც რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის გლობალური სტანდარტი, 2022 წლის ბოლოს გამოქვეყნდება. „მულტიცენტრული კლინიკური კვლევა “Zenix“ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე ჩატარდა, მასში მონაწილეობდა ცენტრის კვლევითი, კლინიკური და ლაბორატორიული გუნდი. ძირითადი მკვლევრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ექიმის ლალი მიქიაშვილის ხელმძღვანელობით და კვლევების დეპარტამენტის კოორდინაციით. კვლევაში რამდენიმე ქვეყნის წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები მონაწილეობდნენ. შედეგები მსოფლიოში უმაღლესი იმპაქტფაქტორის მქონე ჟურნალის - The New England Journal of Medicine (NEJM) -ის 2022 წლის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა“,- აღნიშნულია ინფორმაიაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)