|
2022-09-15 12:24:05, 877 ნახვა
საზოგადოება
თამილა ბარკალაიამ თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში, ბელგიის უმაღლესი რანგის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ, მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანს, ნიკოლ დე მურს და დელეგაციის სხვა წევრებს უმასპინძლა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა შრომითი მიგრაციის, მიგრანტთა უფლებების და ცირკულარული შრომითი მიგრაციის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოში შრომითი მიგრაციის რეგულირების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებას. ბელგიის სახელმწიფო მდივნის თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ნიკოლ დე მურის განცხადებით, საქართველოში მიგრაციის მიმართულებით გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთი გზა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა, რათა ისინი დაცულები იყვნენ არალეგალური მიგრაციისგან. როგორც შეხვედრაზე თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)