|
2022-09-14 17:24:23, 923 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნებამ“ კომიტეტის თავმჯდომარის 3 ვაკანტური თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატები წარადგინა
„ქართული ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეობის 3 ვაკანტური თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატები წარადგინა. როლგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, კანდიდატები იქნებიან - კახი კახიშვილი, ირაკლი მეძმარიაშვილი და ზაზა ლომინაძე. როგორც მოგეხსენებათ საქართველოს პარლამენტში არის კომიტეტის თავმჯდომარეების 3 ვაკანტური თანამდებობა . დღეს იწურება ვადა, როდესაც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წარადგინოს სამივე ვაკანტურ თანამდებობაზე თავისი ფრაქციის წარმომადგენლებისგან კანდიდატები და ჩვენ გთავაზობთ ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებას. ჩემი ხელმოწერით საქართველოს პარლამენტს წარედგინება: რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ ბატონი კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ბატონი ირაკლი მეძმარიაშვილი, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა ლომინაძე. წარმატებებს ვუსურვებ სამივე მათგანს, დარწმუნებული ვარ საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მათი არჩევის შესახებ , რომელიც შემდეგ სასესიო კვირაში მოხდება",- განაცხადა მდინარაძემ.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)