|
2022-09-14 14:29:59, 867 ნახვა
საზოგადოება
მუხროვანში სნაიპერთა მომზადების სასწავლო კურსი დასრულდა
მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის სნაიპერთა მომზადების სკოლაში სნაიპერთა მომზადების სასწავლო კურსი დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში, სნაიპერთა მომზადების სკოლის ქართველმა ინსტრუქტორებმა რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებს ექვსკვირიანი სასწავლო კურსი გაატარეს. კურსანტებმა შემაჯამებელი სწავლება მუხროვანის სასროლეთზე გაიარეს, სადაც მათ მთიან და დასახლებულ რაიონში სტრესული სროლები განახორციელეს. „სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები, დღისა და ღამის განმავლობაში, რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში საცეცხლე და ტაქტიკური მომზადების უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. სასწავლო პროგრამა ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში სისტემატურად მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროების მომზადების დონის ამაღლებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)