|
2022-09-14 13:08:55, 940 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გაატარეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გაატარეს. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მდინარე რიონის კალაპოტის დათვალიერებისას, ნანახი და ამოღებულია უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მდინარეში განთავსებული 3 ერთეული ხოლიხი ბადე. მდინარე რიონიდან, ასევე ამოღებულია თევზჭერის უკანონო იარაღი - 70 ერთეული ე.წ. ანკელარი. აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თიანეთის მუნიციპალიტეტში, სიონის წყალსაცავის დათვალიერებისას, 600 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს. სამმართველოს თანამშრომლებმა კი, უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები გაატარეს სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებზე. ჯამში, ამოღებულია 1600 მეტრი სიგრძის ე.წ. სახლართი ბადე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები როგორც უკანონო თევზჭერის, ისე სხვა ტიპის გარემოსდაცვითი დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)