|
2022-09-13 13:57:39, 863 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. ამასთანავე, ვახტანგ გომელაურმა თურქეთის რესპუბლიკას ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავებით ოპერატიული დახმარებისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამართალდაცვით სფეროში ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს. ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)