|
2022-09-13 11:45:07, 916 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი UNFPA-ს დირექტორს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ფლორენს ბაუერს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და პირველი მოადგილე თამარ გაბუნია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დირექტორს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ფლორენს ბაუერს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯადაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო საჭიროებებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა დაბერების პოლიტიკის თემაზე მუშაობის აუცილებლობას, ასევე ყურადღება გამახვილდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე. „შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრი თელავივში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით 72-ე სესიაში იღებს მონაწილეობას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)