|
2022-09-13 10:54:52, 1106 ნახვა
მსოფლიო
საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროები განცხადებას ავრცელებენ
სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროები საზღვარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დილის 08:00 საათის მდგომარეობით, საზღვარზე მდგომარეობა არ შეცვლილა. „მოწინააღმდეგე განაგრძობს არტილერიის, ნაღმმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა შეიარაღების გამოყენებას ვარდენისის, სოტკის, ართანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებებით, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. გარდა ჩამოთვლილი ქალაქებისა შეტაკებები ასევე მიმდინარეობს საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზეც, მოწინააღმდეგე არ წყვეტს წინ წაწევის მცდელობებს”,- აღნიშნულია განცხადებაში. სამინისტროს ცნობითვე, სომხეთმა არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში აკრედიტირებული საელჩოების სამხედრო ატაშეებს. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის დასახლებებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა უარყო და ამას დეზინფორმაცია უწოდა. „ამით სომხური მხარე ცდილობს, დამალოს მის მიერ მოწყობილი მასშტაბური პროვოკაცია და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს“,- ნათქვამია განცხადებაში. შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აღნიშნულ მიმართულებებზე არმიის დანაყოფები გადაისროლა და მტკიცე საპასუხო ზომები განახორციელა. „12 სექტემბრის ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარის და ლაჩინის მიმართულებებზე ფართომასშტაბური პროვოკაცია განახორციელეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა ისარგებლეს მთიანი რელიეფით და ხეობებით, აზერბაიჯანის არმიის დანაყოფების პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის ტერიტორიები სხვადასხვა მიმართულებებით დანაღმეს. ამას გარდა, სომხეთის შეიარაღებული ძალებმა სხვადახხვა ტიპის შეიარაღებიდან, მათ შორის ნაღმმტყორცნებიდან, ინტენსიური ცეცხლი გახსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით დაშქესანის, ქალბაჯარის და ლაჩინის რაიონებში. შედეგად, არის მსხვერპლი ჩვენი შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში, დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა“,- აღნიშNულია განცხადებაში. აზერბაიჯანის საგარეო უწყება სომხეთს საერთაშორისო სამართლისა და სამმხრივი შეთანხმების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ბრძოლები 13 სექტემბრის ღამეს დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს. ამასთან, 13 სექტემბრის ღამეს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით, გაიმართა სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც განიხილეს შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია აზერბაიჯანთან დაწყებული საბრძოლო მოქმედებების გადასაჭრელად. სომხეთის რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება ოფიციალურად მიმართოს რუსეთის ფედერაციას "მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ორმხრივი ხელშეკრულების დებულებების ამოქმედების მიზნით", ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და გაეროს.
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)