|
2022-09-12 22:11:09, 4407 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - კრამონის განცხადება ზღვარს გადასული და ფსკერს ქვემოთ იყო დაშვებული
კრამონის განცხადება ზღვარს გადასული და მართლაც ფსკერს ქვემოთ იყო დაშვებული. - ამის შესახებ „ქართული ოცნების დეპუტატმა“, მიხეილ სარჯველაძემ Palitranews-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით,ირაკლი კობახიძის პასუხი აბსოლუტურად ნორმალური იყო და მის რეპლიკაში ზღვარს გადასული არაფერი ყოფილა. "თქვენ იცით, რა კონტექსტში იყო ეს კითხვა დასმული და რა იყო ამის პასუხი. მაგრამ, იგივე საპატიმროში შესვლა/არ შესვლასთან დაკავშირებით როდესაც წყდება ეს საკითხი, დიახ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ პასუხი გაეცეს. ხოლო როდესაც ამასთან დაკავშირებით კრამონის მხრიდან უსაფუძვლო კრიტიკა მოჰყვება, რა თქმა უნდა, ის პასუხს მიიღებს. მათ შორის ისეთს, როგორსაც, ამ შემთხვევაში მისი პოზიცია იმსახურებს. ირაკლი კობახიძის პასუხი აბსოლუტურად ნორმალური იყო და მის რეპლიკაში ზღვარს გადასული არაფერი ყოფილა. ხოლო თავად კრამონის განცხადება ზღვარს გადასული და მართლაც ფსკერს ქვემოთ იყო დაშვებული". - ნათქვმია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)