15:42 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-11 18:24:22, 1822 ნახვა

ომი უკრაინაში
არახამია - პარტნიორებმა 3 დღე მოგვცეს და 200 დღეა, არმხოლოდ ვიბრძვით, არამედ მსოფლიოს ახალ ისტორიას ვწერთ

პარტნიორებმა მაქსიმუმ 3 დღე მოგვცეს და 200 დღეა, ჩვენ არმხოლოდ ვიბრძვით და ვიმარჯვებთ, არამედ ვწერთ მსოფლიოს ახალ ისტორიას,- ამის შესახებ ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი, დავით არახამია Telegram-არხზე წერს. 

მისი თქმით, მიუხედავად დანაკარგებისა, დანგრეული ინფრასტრუქტურისა და მშპ-ს ვარდნისა, უკრაინა ახლა უფრო ძლიერია ვიდრე 200 დღის წინ.


“ჩვენ გვჯეროდა საკუთარი თავის, გავერთიანდით და ვაჩვენეთ ვინ არიან უკრაინელები. დღეს ჩვენ პატივს ვგვცემენ  და აღფრთოვანებულნი არიან მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვაიძულეთ "მსოფლიოს მეორე არმია" გაქცეულიყო ჩვენგან კიევიდან და ხარკოვიდან. ჩვენ ვაიძულებთ მათ გაიქცნენ დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ყირიმიდან და სევასტოპოლიდან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ რომ რუსეთის არ უნდა გვეშინოდეს, რომ ეს არის სიმულაციური მდგომარეობა, რომელიც სამყაროს შიშში აკავებს იმ მითების წყალობით, რომელსაც თავად იგონებს. ჩვენ გავაერთიანეთ ევროპა და ვაიძულეთ მას კვლავ დაეჯერებინა საკუთარი თავის. ეს არის ყველა სამხედრო კაცის, მოხალისის, ექიმის, დაზვერვის, პოლიციელის, რკინიგზის თანამშრომლის, კომუნალური მუშაკის, მეწარმის დამსახურება, რომელიც აგრძელებს მუშაობას.  მასწავლებლის, რომელიც აგრძელებს ჩვენი შვილების სწავლებას. ყველა უკრაინელი, რომელიც გახდა ერთიანი და შეცვალა ისტორიის მიმდინარეობა”,- წერს არახამია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics