16:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-09 16:08:24, 1679 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის იუსტიციის მინისტრი - რუსეთს ზარალის ასანაზღაურებლად 300 მილიარდ დოლარს მოვთხოვთ

უკრაინა რუსეთისგან მინიმუმ 300 მილიარდი დოლარის რეპარაციას მოითხოვს  შემოჭრით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ Funke media group-ს განუცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე  რეზოლუციის მიღებას მოითხოვს, რომელსაც  კომპენსაციის საერთაშორისო მექანიზმის შექმნა დაეფუძნება.

„ჩვენ გვინდა ანაზღაურდეს ყველა ის ზარალი, რომელიც რუსეთმა მიაყენა უკრაინას თავისი აგრესიული ომით“, - განაცხადა მალიუსკამ.

აღნიშნულია, რომ უკრაინის ზარალი რუსეთის შემოჭრიდან გაცილებით მეტად არის შეფასებული, მაგრამ მალიუსკას მიერ დასახელებული თანხა  რუსეთის ბანკის გაყინული აქტივების ზომას შეესაბამება.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics