|
2022-09-09 12:49:07, 1490 ნახვა
საზოგადოება
„საფარი“ - ქალს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი სექსუალურად ავიწროვებდა, კვლავ მასთან მუშაობა უწევს
ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანის მიერ თანამშრომელი ქალის სექსუალური შევიწროების საქმეზე, საგამოძიებო უწყებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის ცნობით, ახალგაზრდა ქალს უფროსი და ორი ზემდგომი, მაღალი თანამდებობის პირი სექსუალურად ავიწროებდა და დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდა. "გენერალური ინსპექცია დაზარალებულისა და ჩვენი ადვოკატის მიმართ მტრულად განწყობილი იყო. 2 კვირაზე მეტი გავიდა და უწყებას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს. ფაქტია, რომ ამ ქალს კვლავ უწევს იმ უფროსთან მუშაობა, რომელსაც ბრალს სდებს. არის ძალიან შეშინებული და ცდილობს შვებულების დღეები გამოიყენოს, რათა არ მოუწიოს სამსახურში გასვლა. არაფერი არ არის შეცვლილი,"- აცხადებს „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია. ორგანიზაციის ცნობით, ბრალდებულის მხრიდან მსგავსი ტიპის მოპყრობას სხვა თანამშრომლებიც ადასტურებენ. ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ მაღალჩინოსნების მიერ თანამშრომელი ქალის სექსუალური შევიწროების ფაქტზე გამოძიება დაიწყო თავდაცვის სამინისტრომ მაღალჩინოსნების მიერ თანამშრომელი ქალის სექსუალური შევიწროების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)