|
2022-09-08 16:45:02, 1157 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - თავის დროზე სოზარ სუბარს რეკომენდაცია მე გავუწიე და ძალიან გამიჭირდა, მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამო
„ამ ბრწყინვალე განცხადებაზე ერთი კითხვას მაქვს, მანდ ნათქვამია, რომ 2013 წელს ამერიკამ 2 ჯაშუში იხსნაო, ერთში მე რომ ვიგულისხმები გასაგებია, მაგრამ მეორე ვერ გამოვთვალე ვინ არის და გვითხრან, არ შეიძლება საზოგადოების ამგვარად დაინტრიგება.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნებიდან“ გასული ოთხეულის მიერ გავრცელებულ წერილს. მისი თქმით, კამპანია, რომელსაც ოთხეული აწარმოებს, დეკლარირება იმისა, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენენ ქვეყნისთვის. „თავის დროზე მე გავუწიე რეკომენდაცია სოზარ სუბარს ჩემს კოლეგებთან, როდესაც თავისუფლების ინსტიტუტში ვიღებდით და ძალიან გამიჭირდა, რომ მიეღოთ მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამო. თუ შეიძლება, ჩემს განცხადებაში მხოლოდ სოზარის ინტელექტზე ნაწილი მიიღეთ სერიოზულად აქ საუბარია სპეციფიკურად ჩემზე, თუმცა ზოგადად კამპანიას რაც შეეხება, არა თუ საფრთხეს შეიცავს, არამედ ამ მოღალატე რეჟიმის განაჩენია. ის, რომ ნებისმიერი ქვეყნის აგენტი მოღალატეა, გინდ მოკავშირე ქვეყნის იყოს, გინდ მტრის, ეს ელემენტალური ჭეშმარიტებაა, ოღონდ ის კამპანია, რასაც ისინი აწარმოებენ, ბუნებრივია ეს არის დეკლარირება იმისა, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნისთვის, ივანიშვილს ვგულისხმობ და არა იმ ოთხ ადამიანს. ეს დიდი ხანია ეს უკვე ნათელია“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ ცნობისთვის, დღეს, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებმა - სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა მორიგი განცხადება გაავრცელეს, სადაც აშშ-ს საელჩო ისევ მეორე ფრონტის გახსნაში დაადანაშაულეს.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)