|
2022-09-08 13:08:44, 1158 ნახვა
საზოგადოება
კახეთში კვალიფიციური სანერგე მეურნეობების ინსპექტირება მიმდინარეობს
სარგავი მასალის მწარმოებელი კვალიფიციური სანერგე მეურნეობების ფიტოსანიტარული მდგომარეობის შეფასების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, სანერგეების ინსპექტირებას, კახეთის რეგიონში ახორციელებს. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სპეციალისტებმა ნერგის მწარმოებლებს ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო მოთხოვნები და სერტიფიცირების პროცესში გასავლელი ეტაპები გააცნეს. ცენტრის წარმომადგენლები, საველე ინსპექტირებისას, სანერგეებისადმი წაყენებული მოთხოვნის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტით ხელმძღვანელობენ. „საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, კვალიფიციური სანერგე მეურნეობა ვალდებულია ჰიგიენური და სატრანსპორტო მოთხოვნების დაცვა, გასამრავლებელი მასალის მიკვლევადობა უზრუნველყოს, როგორც სანერგე მეურნეობაში, ასევე სანერგე მეურნეობის გარეთ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, კვალიფიციური სანერგე მეურნეობის ინსპექტირებას მინიმუმ წელიწადში ერთხელ ახორციელებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, თუ სანერგე ხარვეზის გამოსწორებას შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში არ ახდენს, ცენტრი, მეურნეობას კვალიფიციური სანერგე მეურნეობის რეესტრიდან იღებს. სანერგე მეურნეობის კვალიფიციურობის დადგენა, რომელიც სარგავი მასალის სერტიფიცირების წინაპირობაა, 2017 წლიდან მიმდინარეობს. სერტიფიცირების სისტემა ბაზარს ხარისხიანი თესლითა და სარგავი მასალით უზრუნველყოფს, რაც იმპორტირებული მასალის ჩანაცვლებას და ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, მომხმარებელს კი, არაკეთილსინდისიერი მწარმოებლისგან დაიცავს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)