16:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 10:48:37, 1661 ნახვა

ომი უკრაინაში
ზალუჟნი - ყირიმში აფეთქებები უკრაინელი სამხედროების სარაკეტო დარტყმების შედეგად მოხდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-თან საუბრისას განაცხადა, რომ ყირიმის აეროდრომზე აფეთქებები უკრაინელი სამხედროების სარაკეტო დარტყმების შედეგი იყო.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად 10 რუსული გამანადგურებელი  დაზიანდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინა თავს დაესხა ყირიმს თებერვალში რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ.

"ყირიმის აეროდრომზე აფეთქებები უკრაინელი სამხედროების სარაკეტო დარტყმების შედეგი იყო.  ეს ოყო უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული ძალისხმევა, საომარი მოქმედებების დროებით ოკუპირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასატანად. საუბარია მტრის საჰაერო ბაზებზე სარაკეტო დარტყმების სერიაზე, პირველ რიგში, საკის აეროდრომზე"

რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე ზიანის მიყენების გარდა, ზალუჟნიის თქმით, თავდასხმები გამიზნული იყო რუსეთის ზოგადი სამხედრო ნდობისა და დაუსჯელობის გრძნობის შესამოწმებლად.

 ცნობისთვის, უკრაინამ უარი თქვა 9 აგვისტოს საკის აეროდრომზე მომხდარ აფეთქებაში თავისი როლის აღიარებაზე და აფეთქებებში რუსი ჯარისკაცების დაუდევრობა დაადანაშაულა.საკის საჰაერო ბაზა მდებარეობს ნოვოფედორივკას მახლობლად, ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics