|
2022-09-08 10:17:24, 1209 ნახვა
საზოგადოება
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ღონისძიება „აღმოაჩინე ქართული ღვინო" გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას „აღმოაჩინე ქართული ღვინო", 300-მდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ადგილობრივი იმპორტიორები, ღვინის პროფესიონალები, სარესტორნო და სასტუმრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები. ქართული ღვინის წარდგენას იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ღვინის დეგუსტაცია, სადაც იმპორტიორების მიერ 200-მდე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი. საქართველოს მეღვინეობის ისტორიასა და თანამედროვეობის შესახებ, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge" დირექტორმა, ღვინის ცნობილმა მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ და ცნობილმა იაპონელმა სომელიემ, მოტოჰირო ოკოშიმ ისაუბრეს. იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan" და „Wine and Gourmet Japan". ადგილობრივ ღვინის კონკურსებში, მოეწყო იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ტურები საქართველოში და ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში. განხორციელებული აქტივობების შედეგად, იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია; 2022 წლის 8 თვის მონაცემებით, იაპონიაში 200 ათასამდე ბოთლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 80%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)